სასამართლომ სეოკ-ის პრეზიდენტის არჩევნების შედეგები კანონიერად ცნო

26 ივნისი 2017

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა სხდომა, რომელზეც მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილმა გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წინააღმდეგ.

მოსამართლის გადაწყვეტილებთ, არ დაკმაყოფილდა სარჩელი, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა 2016 წლის 23 დეკემბრის  სესიაზე სეოკ-ის პრეზიდენტის არჩევნების შედეგების და სესიის ოქმის ბათილობას. შესაბამისად, სასამართლომ არჩევნების შედეგები კანონიერად ცნო.
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო მხარეებს გადასცემს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.