შეხვედრა ცაგერის მუზეუმში

29 ივნისი 2017

საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით ცაგერის ისტორიული მუზეუმში  მოეწყო საინტერესო ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სპორტის მოყვარულებმა და ახალგაზრდობამ. შეკრებილ საზოგადოებას ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაზე, ოლიმპიურ ფასეულობებზე, საქართველოს მონაწილეობაზე ოლიმპიურ თამაშებში ვრცლად ესაუბრნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი კვირიკაშვილი და მუზეუმის უფროსი მეცნიერ - თანამშრომელი ომარ ჭაბუკიანი. შეხვედრის მონაწილეებმა დაათვალიერეს ოლიმპიური და სპორტული გამოფენა.