ზაზა ნადირაძის ევროპული ბრინჯაო

17 ივლისი 2017

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე თავი ისახელა მცხეთელმა კანოისტმა, რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების მეხუთეადგილოსანმა ზაზა ნადირაძემ  -  მან ფინალურ გაცურვაში 200-მეტრიანი დისტანცია 38.342 წამში დაფარა  და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. 23 წლის სპორტსმენი  აქამდე წარმატებით გამოდიოდა ასაკობრივ ჩემპიონატებში, მერე ოლიმპიურ თამაშებზე გამოირჩა, ამჯერად კი, მოზრდილთა შეჯიბრებაში, თანაც კონტინენტის  უძლიერეს კანოისტებთან პაექრობაში შეძლო მედლის მოპოვება.     

მომავალი მნიშვნელოვანი სტარტი ზაზას აგვისტოში ჩეხეთში ექნება, სადაც მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.