თბილისის საქალაქო სასამართლო: „სესია მოწვეული იქნა წესდების სრული დაცვით."

18 ივლისი 2017

როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილმა 2017 წლის 26 ივნისს გამართულ დასკვნით სასამართლო სხდომაზე გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წინააღმდეგ. მოსამართლის გადაწყვეტილებთ, არ დაკმაყოფილდა სარჩელი, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა 2016 წლის 23 დეკემბრის  სესიაზე ჩატარებული სეოკ-ის პრეზიდენტის არჩევნების შედეგების ბათილობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ დღეს, კანონით დადგენილ ვადაში, სეოკ-ს გადასცა დასაბუთებული გადაწყვეტილება.

ამ დოკუმენტის აღწერილობით ნაწილში ნათქვამია, რომ  სასამართლოს აზრით, მოსარჩელეს, რომელიც არჩევნებამდეც გაცნობილი იყო სეოკის პრეზიდენტის არჩევნების დებულება-რეგლამენტს, სადავოდ არ გაუხდია არჩევის წესი. მხოლოდ არჩევნების დასრულების შემდეგ გახადა სადავო, რასაც სასამართლო არ იზიარებს."

სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელის მიერ  გამოთქმულ მოსაზრებებს სეოკ-ის წესდების ლეგიტიმურობასა და საერთაშორისო ოლიმპიურ ქარტიასთან მის შესაბამისობასთან დაკავშირებით. სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ  „2014 წლის 22 დეკემბერს სეოკის სესიამ დაამტკიცა წესდების ახალი რედაქცია, რომელმაც ექსპერტიზა გაიარა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში და იგი სრულად შეესაბამება ოლიმპიური ქარტიის მოთხოვნებს."

სასამართლომ დაადგინა, რომ  სესიის დელეგატები წარმოდგენილნი იყვნენ უფლებამოსილი სუბიექტების მიერ და დარეგისტრირდნენ მოქმედი წესდების შესაბამისად.

დოკუმენტში ჩამოთვლილია ყველა ის სუბიექტი (საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი; სეოკ-ის სპორტსმენთა კომისია; სეოკ-ის რეგიონლური ორგანიზაციები; საქართველოს ოლიმპიური აკადემია; საქართველოს ოლიმპიური მუზეუმი;  საქართველოს კულტურული ოლიმპიადის ეროვნული ასოციაცია; საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია და სხვ.), რომელთა სესიაში მონაწილეობა სადაო გახადა მოსარჩელემ.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომყველა ზემოთ ჩამოთვლილი სუბიექტი სარგებლობს სავალდებულო ხმის უფლებით. შესაბამისად, ორგანიზაციები უფლებამოსილნი იყვნენ წარედგინათ დელეგატები სესიაზე მონაწილეობის მისაღებად... სასამართლოს აზრით, სესია მოწვეული იქნა წესდების სრული დაცვით. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ წინა წლებში არსებული წესდებაც, ისევე როგორც ახალი მოქმედი წესდება, სრულ შესაბამისობაში მოდიოდა ოლიმპიურ ქარტიასთან, მით უფრო, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი

ამოწმებს წესდების თითოეულ ცვლილებას."

სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში _შემაჯამებელ სასამართლო დასკვნაში აღნიშნულია, რომსასამართლომ მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს, გაეცნო საქმის მასალებს, ერთობლიობაში შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკამყოფილდეს."