ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე 33 ქართველი სპორტსმენი გამოვა

20 ივლისი 2017

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია 22 ივლისს მიემგზავრება უნგრეთის ქალაქ დიორში, რომელიც 23-29 ივლისს უმასპინძლებს ევროპის მე-14 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. დიორმა ესტაფეტა თბილისისგან მიიღო - ორი წლის წინ ჩვენთან წარმატებით ჩატარდა ანალოგიური შეჯიბრება.

წლევანდელი ფესტივალის პროგრამაში სპორტის 10 სახეობაა შეტანილი. დიორში მივლინებული 33 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს სპორტის 7 სახეობაში (ძიუდო, მძლეოსნობა, სპორტული ტანვარჯიში, ჩოგბურთი, კანოე, ველოსპორტი, ცურვა).

 „პირველ ყოვლისა, დიდი იმედი გვაქვს, რომ ფესტივალის პრიზიორთა შორის  აუცილებლად იქნებიან ჩვენი ძიუდოისტები. თუ წინა ფესტივალების შედეგებს გადავხედავთ, მედლების უმეტესობა სწორედ ძიუდოში გვაქვს მოპოვებული. მაგალითად, 2015 წელს თბილისში აღებული 10 მედლიდან, 9 ჯილდო ძიუდოისტების ანგარიშზეა. საპრიზო ადგილზე გასვლის შანსი აქვთ კიდევ რამდენიმე სახეობის წარმომადგენლებს. ოლიმპიურმა კომიტეტმა, შესაბამის სპორტულ ფედერაციებთან ერთად, ყველაფერი გააკეთა ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენების მაღალ დონეზე მოსამზადებლად"- აცხადებს სეოკ-ის პრეზიდენტი, საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი ლერი ხაბელოვი.  

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში სულ  61 წევრი იქნება. გარდა სპორტსმენებისა, უნგრეთში მიემგზავრებიან მწვრთნელები, ექიმები,მსაჯები, ადმინისტრაციული ჯგუფის წევრები, ფედერაციების პრეზიდენტები, სპორტის ხელმძღვანელები.

21 ივლისს, 12 საათზე სეოკ-ში (მაჩაბლის 11) გაიმართება საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ფესტივალზე გაცილების ცერემონიალი.


საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობა სპორტის სახეობების მიხედვით:

ძიუდო

ბიჭები
50 კგ. გოგა ჩხაიძე;
55 კგ. ბექა წიფიანი;
60 კგ. გურამ ძავაშვილი;
66 კგ. გიორგი ჩიხელიძე;
73 კგ. ლევან ფსუტური;

81 კგ. ვლადიმერ ახალკაცი;
90 კგ. მიხეილ ბექაური; 
+90 კგ. ლევან ჭელიძე.


გოგონები

52 კგ. ეკატერინე ტატუნაშვილი;
57 კგ. თინათინ რევაზიშვილი;
63 კგ. მარიამ ჭანტურია;
+70 კგ. სოფიო სომხიშვილი.


მძლეოსნობა

1. მარიამ ფხალაძე - 200 მ წინაღობებით;
2. მიხეილ ცანავა - ჭოკით ხტომა;
3. ბელა ჭკადუა - 400 მ;
4. სალომე ჩახვაშვილი - უროს ტყორცნა;
5. გიორგი კეკიშვილი - უროს ტყორცნა;
6. გიორგი კარდაშიანი - სიგრძეზე ხტომა;
7. თემურ მამედოვი - 800 მ.


სპორტული ტანვარჯიში 

1. ბიძინა სიჭინავა; 
2. ლევან სხილაძე;
3. ლალი დეკანოიძე;
4. ანა სუბოტინა.


ჩოგბურთი

1. ლაშა-გიორგი კიკვიძე;
2. თამარ გაგოშიძე;
3. დალიდა ქადარია. 

კანოე

1. ბაჩანა გოჩაშვილი;
2. ჯუმბერ ჩხუტიაშვილი.
3. გია გაბედავა.


ველოსპორტი

1. ავთანდილ ფირანიშვილი;
2. თორნიკე ხაბაზი.

ცურვა

1. თინათინ კევლიშვილი;
2. ლუკა კუხალაშვილი.