ევროპის მე-14 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა

24 ივლისი 2017

უნგრეთის ქალაქ გიორში საზეიმოდ გაიხსნა ევროპის მე-14 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. შეჯიბრებაში მონაწილეობს კონტინენტის 50 ქვეყნის 2500-მდე სპორტსმენი. ისინი ერთმანეთს შეეჯიბრებიან სპორტის 10 სახეობაში. ქართულ ოლიმპიურ დელეგაციაში 33 სპორტსმენია, რომლებიც 7 სახეობაში გამოვლენ.

გახსნის ცერემონიალზე საქართველოს დელეგაციის მედროშე იყო ძიუდოისტი სოფიო სომხიშვილი, რომელმაც წლეულს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში გაიმარჯვა.

ქართველ სპორტსმენთაგან 24 ივლისს შეჯიბრებაში პირველნი ჩაებმნენ ჩოგბურთელები და მძლეოსნები, 25 ივლისიდან კი სტარტზე გავლენ დანარჩენი 5 სახეობის -ძიუდოს, სპორტული ტანვარჯიშის, ცურვის, ველოსპორტის და კანოეს წარმომადგენლები.

გთავაზობთ ქართველი სპორტსმენების გამოსვლის განრიგს.