ლოს-ანჯელესის საქალაქო საბჭო 2028 წლის ოლიმპიური თამაშების ჩატარების მომხრეა

06 აგვისტო 2017

ლოს-ანჯელესის საქალაქო საბჭომ ღიად დაუჭირა მხარი სოკ-ის სამმხრივი კომიისის შეთავაზებას 2028 წლის ოლიმპიური თამაშების ჩატარების თაობაზე. რამდენიმე დღით ადრე ქალაქის მერიამ ასევე გამოთქვა მზადყოფნა უმასპინძლოს არა 2024 წლის ოლიმპიადას, რაზეც განაცხადი ჰქონდათ შეტანილი,  არამედ - მომდევნო ოლიმპიდას. საქალაქო საბჭოს წევრებისთვის მისაღები აღმოჩნდა ლოს-ანჯელესის მერის ერიკ გარსეტის არგუმემენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი გადაწყვეტილება მომგებიანი იქნება ქალაქისთვის, მათ შორის - ფინანსური თვალსაზრისით.   

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი თანახმაა გამოყოს უპროცენტო კრედიტი 180 მილიონი დოლარის ოდენობით, რაც მოხმარდება საორგანიზაციო კომიტეტის ხარჯებს და ქალაქში ახალგაზრდული სპორტის განვითარებას.

სექტემბერში ლიმაში გასამართ სოკ-ის სესიაზე, ფორმალურად, კენჭს უყრიან კანდიდატებს და ამის შემდეგ ოფიციალურად გმოცხდდება 2024 და 2028 წლების ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქები - პარიზი და ლოს-ანჯელესი. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ერთდროულად აირჩევენ ორი ოლიმპიური თამაშების დედაქალაქებს.