მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება

21 აგვისტო 2017

დღეს პარიზში სტარტს აიღებს მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი - წლევანდელი სპორტული სეზონის უმთავრესი შეჯიბრება. 21-22 აგვისტოს ხალიჩაზე გავლენ ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეები, მომდევნო ორი დღე ქალთა ტურნირს დაეთმობა, 25-26 აგვისტოს კი მედლებისთვის ბრძოლაში თავისუფალი სტილის ფალავნები ჩაებმებიან.

საქართველოს ნაკრები პარიზში ასეთი შემადგენლობით გაემგზავრა:

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: 59 კგ - ლაშა მარიამიძე, 66 კგ - გოგა გოგიბერაშვილი, 71 კგ - შმაგი ბოლქვაძე, 75 კგ - მინდია წულუკიძე,80 კგ - ზურაბ დათუნაშვილი, 85 კგ - რობერტ კობლიაშვილი, 98 კგ - რევაზ ნადარეიშვილი,130 კგ - ლევან არაბული.

თავისუფალი ჭიდაობა: 57 კგ - ბექა ლომთაძე, 61 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, 65 კგ - ზურაბ იაკობიშვილი, 70 კგ - ზურაბ ერბოწონაშვილი, 74 კგ - ჯუმბერ ყველაშვილი, 86 კგ - დავით ხუციშვილი, 97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე, 125 კგ - გენო პეტრიაშვილი.

დღეს  მედალოსნები გამოვლინდებიან 71, 75, 85 და 98 კგ წონებში. ქართველთაგან იჭიდავებენ რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე (71), მინდია წულუკიძე (75), ევროპის ვიცე-ჩემპიონი რობერტ კობლიაშვილი (85) და მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის რევაზ ნადარეიშვილი (98).
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი წარმატებას უსურვებს ჩვენს ფალავნებს.