ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

29 აგვისტო 2017

ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა ევროპის შარშანდელმა ჩემპიონმა ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ).

23 წლის ქართველმა ძიუდოისტმა სასტარტო შეხვედრებში წმინდად დაამარცხა იორდანიელი ბილალ ეიელსალმანი, სამხრეთაფრიკელი სიაბულელა მაბულუ და  ამერიკელი რაიან ვარგასი.  მეოთხედფინალში მარგველაშვილი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, სამხრეთკორეელი ბაულ ანის შეხვდა და  ქულებით გაიმარჯვა. მერე იყო ნახევარფინალური ბრძოლა აპონელ ჰიფუმი აბესთან, რომელიც იაპონელის წმინდა გამარჯვებით დასრულდა. ამის შემდეგ მარგველაშვილმა რეპეშაჟის ფინალში სამხრეთ კორეის ნაკრების კიდევ ერთი წევრი ლიმვან კიმი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.