ოთარ ერანოსიანი მოკრივეთა მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორია

01 სექტემბერი 2017

საქართველოს მოკრივეთა ნაკრების ლიდერი, ახალქალაქელი ოთარ ერანოსიანი (60 კგ) ჰამბურგში მიმდინარე მოკრივეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. 2009 წლის შემდეგ, ეს არის ამ რანგის შეჯიბრებაში  ჩვენი მოკრივეების მიერ მოპოვებული პირველი ჯილდო (2009 წელს კობა ფხაკაძემ ბრინჯაო ამავე წონაში მიიღო).

ოთარმა ჰამბურგის რინგზე პირველ წრეში ყაზახი  ადილეტ კურმეტოვი დაამარცხა, მეორე წრე კი უბრძოლველად გაიარა - ინდოელმა შივა ტაპამ რინგზე გასვლა ვერ შეძლო. მეოთხედფინალში ერანოსიანის მეტოქე იყო უზბეკი ელნურ აბდურაიმოვი, რომელსაც საგრძნობი უპირატესობით აჯობა, რაც უკვე გარანტირებულ ბრინჯაოს მედალს ნიშნავდა.

 ნახევარფინალში ოთარს უძლიერესი კუბელი მეტოქე, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ლასარო ალვარს ესტრადა დაუპირისპირდა, მედგარი წინააღმდეგობაც გაუწია, თუმცა დამარცხდა და საბოლოოდ მესამე ადგილილი ერგო.