მოჭიდავეთა 2018 წლის შეჯიბრებების განრიგი გამოცხადდა

09 სექტემბერი 2017

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ საბოლოოდ დაადგინა და  გამოაცხადა 2018 წლის უმთავრესი შეჯიბრებების ჩატარების თარიღები და ადგილები.

2018 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრება - მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება 22-28 ოქტომბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში. ევროპის ჩემპიონატს 20-25 მარტს უმასპინძლებს დაღესტნის ქალაქი კასპიისკი. სლოვაკეთში, ქალაქ ტრნავაში 18-23 სექტემბერს ჩატარდება იუნიორ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი, კადეტთა მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების უფლება კი მიეკუთვნა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებს - 3-8 ივლისი. ასევე გადაწყდა, რომ 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მედლები ბუქარესტში (რუმინეთი) გათამაშდება, ზუსტი თარიღი კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.