ჭაბუკ მოჭიდავეთა 7 მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე

11 სექტემბერი 2017

ათენში დასრულებულ ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრებმა 7 მედალი მოიპოვეს: თავისუფალ ჭიდაობაში -თითო ვერცხლი და ბრინჯაო, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში - 5 ბრინჯაო.

თავისუფალ ჭიდაობაში მეორე ადგილი დაიკავა გიორგი გეგელაშვილმა (46 კგ), რომელმაც ფინალამდე 3 მეტოქეს დამაჯერებლად აჯობა, საჩემპიონო შეხვედრაში კი ამერიკელ   კურტ ნამდი მაკჰენრისთან 4:12 წააგო. ბრინჯაოს მედალი ერგო გიორგი ჭოლაძეს (42 კგ). მან გადამწყვეტი ბრძოლა 44 წამში 10:0  მოუგო თურქ იუსუფ ერიუჩელს.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ თემურ ხოზრევანიძე (46 კგ), ბექა გურული (54 კგ), ოთარ აბულაძე (63 კგ), დავით სოლოღაშვილი (69 კგ) და გიორგი ცოფურაშვილი (76 კგ).