„ტოკიო-2020" ადგილობრივი სპონსორებისგან 2,8 მილიარდ დოლარს მიიღებს

14 სექტემბერი 2017

2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი ადგილობრივი სპონსორებისგან 2,8 მილიარდ დოლარს მიიღებს, რაც სარეკორდო მჩვენებელია. ამის შესახებ განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, „ტოკიო-2020_"ის საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარემ ჯონ კოუტსმა. მან დაადასტურა, რომ თამაშების დაწყებამდე სამი წლით ადრე უკვე ხელმოწერილია 43 სპონსორული ხელშეკრულება იაპონურ კომპანიებთან.

„ორმოცდასამი ადგილობრივი სპონსორი და ჯამური 2,8 მილიარდი დოლარი _ ეს თანხა სამჯერ მეტია პირვანდელ ბიუჯეტზე.  ეს არის საშინაო სპონსორობის საუკეთესო მიღწევა,"_ ამბობს ჯონ კოუტსი.

ტოკიოს მაჩვენებელი თითქმის სამჯერ აჭარბებს წინა რეკორდს _ 1,1 მილიარდ დოლარს, რომელიც მიღწეულ იქნა 2012 წელს, ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე.

2020 წლის ოლიმპიადის მასპინძლებმა 2017 წლის იანვარში წარმოადგინეს მთლიანი ბიუჯეტი 13,6 მილიარდი დოლარის ოდენობით. ამ თანხაში შედის გაუთვალისწინებელი ხარჯები _ 2,8 მილიარდი დოლარი. ახლა საორგანიზაციო კომიტეტისა და სოკ-ის ძალისხმევა იქითკენ არის მიმართული, რომ მაქსიმალურად შემცირდეს საბოლოო ხარჯები.

„ტოკიო-2020_"ისა და დედაქალაქის მთავრობის ბოლო პროგნოზის თანახმად, მომავალი ოლიმპიური თამაშების მთლიანმა ხარჯმა არ უნდა გადააჭარბოს 12,9 მილიარდ დოლარს. ამ ხარჯის  უმთავრესი წყაროებია დედაქალაქისა და ქვეყნის მთავრობებისგან გაღებული ინვესტიცია, რომელიც სპონსორული შემოსავლებით შეივსება.