სოკ-ის და ინტერპოლის თანამშრომლობა

16 სექტემბერი 2017

პერუს დედაქალაქ ლიმაში მიმდინარე სოკ-ის სესიაზე მოისმინეს ინტერპოლის გენერალური დირექტორის იურგენ შტოკის ვიდეომიმართვა.

 „სპორტსა და პოლიციას შორის ნდობის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის გაზრდით,  თავიდან ვიცილებთ სპორტში  მანიპულაციებსა და კორუფციას,"  - იურგენ შტოკმა  სოკ-სა და ინტერპოლს შორის თანამშრომლობა დადებითად შეაფასა.  

სოკ-მა და ინტერპოლმა   2014 წლის იანვარში თანამშრომლობის  მემორანდუმი გააფორმეს და  უფრო მეტი ეფექტის მისაღწევად ერთობლივი საქმიანობის სფეროებიც  გააფართოვეს.  

 მთელი მსოფლიოს მასშტაბით მათ ერთობლივად არაერთი სემინარი ჩაატარეს     სპორტში მანიპულაციებისა და კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად.  სემინარები ორიენტირებული იყო ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების, საერთაშორისო და ეროვნული სპორტული ფედერაციების, სამართალდამცველი ორგანოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელთა ცნობიერებისა და უნარების ამაღლებაზე.

„მადლიერებას გამოვხატავთ სოკ-ის მიმართ, რომელმაც ოლიმპიური მოძრაობის ფარგლებში შექმნა სერიოზული პროგრამა მანიპულაციებისა და კორუფციის თავიდან ასაცილებლად. ამიტომაც, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მჭიდრო თანამშრომლობა სუფთა სპორტისთვის,"- განაცხადა ინტერპოლის გენერალურმა დირექტორმა.