IAAF -ის პრეზიდენტი სებასტიან კოე საქართველოში ჩამოდის

22 სექტემბერი 2017

სამშაბათს, 26 სექტემბერს საქართველოში სტუმრად ჩამოდის მძლეოსნობის საერთაშორისო ფერედაციის (IAAF) პრეზიდენტი, სერ სებასტიან კოე. ის უაღრესად მნიშვნელოვანი ფიგურაა მსოფლიოს სპორტში. თავის დროზე იყო წარმატებული სპორტსმენი _ ოლიმპიური თამასების ორგზის ჩემპიონი და ორგზის ვერცხლის პრიზიორი, ხელმძღვანელობდა დიდი ბრიტანეთის ოლიმპიურ კომიტეტს და ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტს, 1992-97 წლებში იყო ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატის წევრი, მინიჭებული აქვს ბრიტანეთის იმპერიის ორდენი. სებასტიან კოე 2015 წლიდან სათავეში უდგას IAAF -ს _ ერთ-ერთ უდიდეს და ავტორიტეტულ საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციას.

სებასტიან კოე მონაწილეობას მიიღებს ბალკანეთის მძლეოსნობის ასოციაციის კონგრესში, რომელიც გაიმართება 26 სექტემბერს, ბათუმში, საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის აქტიური ჩართულობით.