ბათუმში ბალკანეთის მძლეოსნობის ასოციაციის კონგრესი გაიმართა

27 სექტემბერი 2017

ბათუმში, სასტუმრო  „შერატონში"გაიმართა ბალკანეთის  მძლეოსნობის  ასოციაციის  კონგრესი, რომელშიც  მონაწილეობდნენ ევროპის მძლეოსნობის ასოციაციის და ბალკანეთის მძლეოსნობის  ასოციაციის  16 წევრი ქვეყნის პრეზიდენტები და გენერალური მდივნები.

მნიშვნელოვანია  აღინიშნოს,რომ  კონგრესის  პერიოდში  საქართველოს ერთდღიანი ვიზიტით ესტუმრა  მძლეოსნობის საერთაშორისო  ფედერაციის პრეზიდენტი, დიდი ბრიტანეთის  ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე 2012-2016 წლებში, ოლიმპიური თამაშების  ,,ლონდონი -2012" -ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, დიდი ბრიტანეთის  პარლამენტისა  და ლორდთა პალატის ყოფილი წევრი, ლორდი სებასტიან კოე.

ბალკანეთის მძლეოსნობის ასოციაციის კონგრესს ესწრებოდნენ

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი

ლერი ხაბელოვი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე  ზურაბ პატარიძე, ბათუმის  მერი გიორგი ერმაკოვი, ევროპის მძლეოსნობის ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი  და ბალკანეთის მძლეოსნობის ასოციაციის პრეზიდენტი დობრომირ  კარამარინოვი, საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსი ახვლედიანი და საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი ალექსანდრე ჯაფარიძე.

კონგრესზე იმსჯელეს მომავალი წლის სამუშაო გეგმაზე, კალენდარზე და ჩასატარებელ ღონისძიებებზე, საქართველოში მძლეოსნობის განვითარებაზე.