ჭაბუკ ძალოსანთა ევროპული მედლები

01 ოქტომბერი 2017

პრიშტინაში (კოსოვო) დამთავრდა 15 და 17- წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი.  ამ შეჯიბრებაში 15- წლამდელთა შორის საქართველოს ღირსებას 3 სპორტსმენი იცავდა, ხოლო 17- წლამდელთა პაექრობაში _ 6 სპორტსმენი.

15- წლამდელებში   ევროპის ჩემპიონობა ლაშა თაქთაქიშვილმა (82 კგ) და გურამ გიორბელიძემ  (62 კგ)  იზეიმეს. თაქთაქიშვილმა ოქროს მედლები ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში (263 კგ) მოიპოვა,  გურამ გიორბელიძემ კი ატაცში 108 კგ დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ხოლო ორჭიდში 244  კილოგრამით  კონტინენტის ჩემპიონის ოქროს მედალი მიიღო.

17- წლამდელთა შეჯიბრებაში  არჩილ მალაყმაძემ (69 კგ) და თორნიკე ტაბატაძემ (+94 კგ)   ატაცში  შესაბამისად 133 და 150 კგ დაძლიეს და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს.