WADA-ამ აკრძალული პრეპარატების და მეთოდების ახალი სია გამოაქვეყნა

05 ოქტომბერი 2017

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) გამოქვეყნა აკრძალული პრეპარატების და მეთოდების სია. მას თან ახლავს ძირითადი ცვლილებების ჩამონათვალი და მოკლე განმარტება. ეს სია, რომელიც ერთ-ერთია ხუთ საერთაშორისო სტანდარტს შორის,  2017 წლის 24 სექტემბერს დაამტკიცა WADA-ას აღმასრულებელმა კომიტეტმა და ძალაში შედის 2018 წლის პირველი იანვრიდან.    დაზუსტდა და განისაზღვრა სპორტული შეჯიბრების თუ არასაშეჯიბრო პერიოდში აკრძალული  პრეპარატების და პროცედურების ნუსხა. ახალი მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა მსოფლიოს ანტისადოპინგო კოდექსის ხელმომწერებისთვის.

WADA მოხარულია, რომ წარადგინა 2018 წლის სია, - აღნიშნა WADA-ას პრეზიდენტმა კრეიგ რიდიმ, _  ეს სია ყოვლწლიურად ახლდება და ძალაში შესვლამდე სამი თვით ადრე ქვეყნდება, რათა ყველა დაინტერესებულ მხარეს, კერძოდ _ სპორტსმენებს და მათს გარემოცვას ჰქონდეთ საკმარისი დრო დოკუმენტების და ცვლილებების გასაცნობად."

საქართველოს ანტისადოპინგო სააგენტო უკვე შეუდგა ახალი სიის თარგმნას, რომელიც მოკლე ხანში ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისა და ორგანიზაციისთვის.