თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე 9 მედალი მოიპოვა

09 ოქტომბერი 2017

7-8 ოქტომბერს ვანაძორმა (სომხეთი)  სტეპან სარქსიანის თასის  რიგით 22-ე საერთაშორისო გათამაშებას უმასპიძლა.  საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა 9 მედლით დაასრულა. ტურნირის ჩემპიონი გახდა ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), ვერცხლის მედლები კონსტანტინე ხაბალაშვილმა (70 კგ) და გიორგი მეშვილდიშვილმა (125 კგ) მოიპოვეს, მესამე საპრიზო ადგილები კი შალვა ხუციშვილმა (61 კგ), ომარ გურჯიძემ, ლევან ქელეხსაშვილმა (ორივე - 70 კგ), გიორგი ლობჟანიძემ (74 კგ), დავით ხუციშვილმა და ნიკა კენჭაძემ (ორივე - 86 კგ) დაიკავეს.

სარქსიანის ტრადიციულ  საერთაშორისო ტურნირში, რომელიც  მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანების  (UWW)  ეგიდით გაიმართა, რუსეთის, ირანის, უკრაინის, ბულგარეთის, საქართველოს და სომხეთის გუნდები მონაწილეობდნენ.