მეორე დღე: ორი ბრინჯაო

19 ოქტომბერი 2017

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში ახალგაზრდებს შორის, რომელშიც 83 ქვეყნის 590 სპორტსმენი მონაწილეობს.

შეჯიბრების მეორე დღეს ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ბაგრატ ნინიაშვილმა (66 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (73 კგ). ორივე ქართველი ძიუდოისტი 4-4 ბრძოლის მოგების შემდეგ, ნახევარფინალში დამარცხდა.

 ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ნინიაშვილმა დამატებით დროში, აქტიურობით აჯობა იტალიელ მანუელ ლომბარდოს, გრიგალაშვილმა ასევე დამატებით დროში, ოღონდ ვაზარით, მოუგო ბრაზილიელ დავიდ ლიმას.

ხვალ, 20 ოქტომბერს მედლებისთვის ბრძოლაში ჩაებმებიან მარიამ ჭანტურია (63 კგ),  ლუკა მაისურაძე, ტრისტან მოსახლიშვილი (ორივე _81 კგ), გიორგი ჩიქოვანი და იმედა გოგოლაძე (ორივე 90 კგ).