ვარლამ ლიპარტელიანი და ლუბა გოლოვინა ევროპელ ოლიმპიელთა ასამბლეაზე

20 ოქტომბერი 2017

მონტე-კარლო (მონაკო) ევროპელ სპორტსმენთა მე-9  ფორუმის  მე-5  ასამბლეას  მასპინძლობს.  ევროპის ოლიმპიური კომიტეტების მიერ საერთაშორისო სოლიდარობის პატრონაჟით  ორგანიზებულ ასამბლეაში მონაწილეობენ ევროპის 39 ქვეყნის დელეგატები, რომელთა შორის არიან საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის  სპორტსმენთა კომისიის თავჯდომარე,  ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი და ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა.

დელეგატებმა მოისმინეს სპორტსმენთა კონტინენტალური კომისიის ანგარიში, ასევე იმსჯელეს დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის და სუფთა სპორტსმენების დაცვის, სოკ-ის პროგრამების უფრო ეფექტურად გამოყენების თაობაზე.

ასამბლეის ერთ-ერთი მთავარი საკითხია ევროპის სპორტსმენთა კომისიის ახალი თავმჯდომარის და წევრების არჩევა. კომისიის შემადგენლობაში სულ 10 წევრი იქნება. 8 წევრს (6 წევრს ზაფხულის სახეობიდან , 2 წევრს ზამთრის ოლიმპიური სახეობიდან) აირჩევენ ასამბლეის დელეგატები, დანარჩენ 2 წევრს - ევროპის ოლიმპიური კომიტეტების  აღმასრულებელი კომიტეტი.

ფორუმის მონაწილეებს მიესალმნენ მონაკოს მმართველი პრინცი ალბერ მეორე და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იანეშ კოსიანჩიჩი.

ფორუმის  მსვლელობისას  ვარლამ ლიპარტელიანი და ლუბა გოლოვინა  ალბერ მეორეს შეხვდნენ და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.