სამი მედალი და გუნდური მეექვსე ადგილი

29 ოქტომბერი 2017

ოქროს ერთი და ბრინჯაოს ორი მედალი - ასეთია საქართველოს მოკრივეთა მონაგარი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, რომელიც ამ დღეებში ანტალიაში (თურქეთი) გაიმართა.

 ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა სახილ ალახვერდოვმა (49 კგ), რომელმაც ფინალში აშკარა უპირატესობით აჯობა ენგრელ ატილა ბერნატს. ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ ოთარ ნავერიანი (60 კგ) და ბადრი ხუციშვილი (64 კგ).

არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები მეექვე ადგილზე გავიდა.