რუსეთის ოლიმპიური დელეგაცია პიონჩანგში ნეიტრალური დროშით გამოსვლას არ აპირებს

03 ნოემბერი 2017

რუსეთის სპორტსმენები 2018 წლის ოლიმპიურ თამაშებში ნეიტრალური დროშით მონაწილეობას არ აპირებენ. როგორც რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ალექსანდრე ჟუკოვმა განაცხადა, ასეთი ვარიანტი არც კი განიხილება.

„ჩვენი პოზიცია ერთმნიშვნელოვანია - რუსები ოლიმპიადაზე  ნეიტრალური დროშის ქვეშ არ გამოვლენ. ისინი გამოვლენ მხოლოდ თავისი ქვეყნის სახელით"- ამბობს ჟუკოვი.

რამდენიმე დღის წინ ანალოგიური განცხადება გააკეთეს რუსმა ჰოკეისტებმა.

შეგახსენებთ, რომ პიონჩანგის თამაშებში  რუსეთის ოლიმპიური დელეგაციის დაშვების შესახებ  საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის  აღმასრულებელმა საბჭომ, რომელიც   2017 წლის დეკემბერში შეიკრიბება.

სოკ-ი ელოდება  საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნას, რომელიც  შვეიცარიის ყოფილი პრეზიდენტის, სამუელ  შმიდტის 

ხელმძღვანელობით  რამდენიმე თვეა იკვლევს რუსეთში დოპიგის სახელმწიფო სისტემის არსებობაზე ადრე გავრცელებული სკანდალური ინფორმაციის ნამდვილობას.