ANOC-ის ასამბლეამ მუშაობა დაასრულა

03 ნოემბერი 2017

პრაღაში დასრულდა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის (ANOC) 22-ე გენერალური ასამბლეა, რომელსაც 205 ქვეყნის ათასზე მეტი დელეგატი ესწრებოდა.

ამ მნიშვნელოვან და წარმომადგენლობით საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობდენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.

3 ნოემბერს ასამბლეის წინაშე წარსდგნენ 2018 წლის პიონჩანგის ზამთრის ოლიმპური თამაშების, 2020 წლის ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების, 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტების ხელმძღვანელები, ასევე 2018 წლის ბუენოს აირესის ზაფხულის მე-3 ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების და 2020 წლის ლოზანის ზამთრის მე-3 ახალგაზრდული ოლიმპიური ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები.

ასამბლეას ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინეს ANOC-ის დარგობრივმა კომისიებმა. ასევე მოეწყო მოძრაობის - „მშვიდობა და სპორტი" პრეზენტაცია.

დელეგატებმა მოისმინეს ოლიმპიური სოლიდარობის ანგარიში, რომელიც აფინანსებს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მნიშვნელოვან ოლიმპიურ პროგრამებს.

ბოლოს, ANOC-ის ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია.

ANOC-ის 23-ე ასამბლეა 2019 წლის შემოდგომაზე ტოკიოში გაიმართება.