გაიხსნა ყინულის ჰოკეის ოლიმპიური ცენტრი

08 ნოემბერი 2017

„პიონჩანგ-2018"-ის საორგანიზაციო კომიტეტი აცხადებს, რომ 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის გათვალისწინებული სპორტული ობიექტების მშენებლობა დასრულებულია 99,7 პროცენტით.

7 ნოემბერს გაიხსნა Gangneung-ის ყინულის ჰოკეის ცენტრი, რომელიც იქნება ჰოკეისტთა ოლიმპიური ტურნირის ძირითადი არენა. ულტრათანამედროვე ცენტრის მშენებლობა დაიწყო 2014 წლის ზაფხულში და დაახლოებით 75 მილიონი დოლარი დაჯდა. არენა 10 ათას მაყურებელს იტევს.

ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს დანარჩენ 12 ოლიმპიურ ობიექტზე, მათ შორის - ოლიმპიურ სტადიონზე, სადაც გაიმართება ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონია.