საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტსა და ,,თელიან ველს" შორის საპარტნიორო ხელშეკრულება გაფორმდა

08 ნოემბერი 2017

8 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში საპარტნიორო ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტსა და სააქციო საზოგადება ,,თელიანი ველის, " ასევე მის ჯგუფში შემავალი კომპანიების - შპს ,,გლობალ ბიერ ჯორჯიას " და შპს ,,თელიანი თრეიდინგს" შორის. 

ხელშეკრულებას ხელი მოაწერა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და ,,თელიანი ველის '' გენერალურმა დირექტორმა შოთა ხობელიამ.

საპარტნიორო ხელშეკრულება მიზნად ისახავს სეოკ-ის სხვადასხვა პროექტების მხარდაჭერას და ოლიმპიურ ღონისძიებებში თანამონაწილეობას.