სროლის სახეობათა მწვრთნელებს საერთაშორისო სერთიფიკატები გადაეცათ

12 ნოემბერი 2017

9-11 ნოემბერს სასტუმრო „ ციტრუსში ," საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შუამდგომლობით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის დაფინანსებით სროლის სახეობათა ეროვნულმა ფედერაციამ ჩაატარა მწვრთნელთა ტექნიკური კურსები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივმა , ასევე რეგიონებიდან მოწვეულმა სასტენდო სროლის მწვრთნელებმა. კურსებს უძღვებოდა სროლის საერთაშორისო ფედერაციიდან მოწვეული ექსპერტი - ემინ ჯაფაროვი.

24 კურსდამთავრებულს საერთაშორისო სერთიფიკატები გადასცეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა და სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახაბერ სიხარულიძემ.

მწვრთნელთა ტექნიკური კურსები ძალზედ მნიშვნელოვანია სასტენდო სროლის შემდგომი განვითარებისათვის, აქ მიღებული კვალიფიკაცია დაეხმარება მწვრთნელებს სპორტსმენთა ახალი სტანდარტებით მომზადებაში.