გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო „ოლიმპიური ზავის " რეზოლიცია

14 ნოემბერი 2017

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ორსაათიანი განხილვის შემდეგ მიიღო სამხრეთ კორეის მთავრობის ინიციატივით და გაეროს წევრი რამდენიმე ქვეყნის მონაწილეობით შედგენილი რეზოლუცია სპორტისა და ოლიმპიური იდეალების მეშვეობით მშვიდობიანი და უკეთესი სამყაროს შექმნის" შესახებ. 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლებთან ერთად, ოლიმპიური ზავის" სულისკვეთებას იზიარებენ ჩრდილოეთ კორეა და მომავალი ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყნები - იაპონია,  ჩინეთი, საფრანგეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.

გაეროს რეზოლუცია მსოფლიოს ერებს მოუწოდებს  ზამთრის ოლიმპიური თამაშების პერიოდში მტკიცედ დაიცვან „ოლიმპიური ზავის"  პრინციპები, უზრუნველყონ ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებში მონაწილე სპორტსმენების, ოფიციალური და სხვა აკრედიტებული პირების უსაფრთხო გადაადგილება და  შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელება.

ზამთრის ოლიმპიური  თამაშების დროისა და ადგილის გათვალისწინებით, უსაფრთხოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოწვევაა  _ ნათქვამია რეზოლუციაში.

მშვიდობიანი სამყაროს არსებობაში ოლიმპიური ფასეულობების და ოლიმპიური თამაშების როლისა და მნიშვნელობის შესახებ გაეროს ტრიბუნიდან ისაუბრა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა. რეზოლუციის მიღების შემდეგ მან განაცხადა, რომ „სპორტსმენებისთვის, რომლებიც პიონჩანგში, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე შეიკრიბებიან, ამ დოკუმენტს ექნება განსაკუთრებული, ძალიან კონკრეტული მნიშვნელობა. ოლიმპიური ზავის რეზოლუციის მიღებით, გაეროს გენერალური ასამბლეა ხელს უწყობს  მშვიდობიანი შეჯიბრების პირობების შექმნას თითოეული სპორტსმენისთვის. მხოლოდ გაეროს წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ სპორტსმენების  უსაფრთხოების გარანტიებს  ოლიმპიურ თამაშებზე. ისინი ქმნიან შესაძლებლობას,  რომ ოლიმპიელებმა აისრულონ ცხოვრების ოცნებები. თავის მხრივ, ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენები აჩვენებენ მთელს მსოფლიოს, რომ შესაძლებელია იცხოვროთ გვერდიგვერდ, ერთ ჭერქვეშ და იმავდროულად  შეეჯიბროთ ერთმანეთს."

„ოლიმპიური ზავის" რეზოლუცია ძალაში შევა პიონჩანგის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე და იმოქმედებს  პარალიმპური თამაშების დასრულებიდან ერთი კვირის განმავლობაში.

პიონჩანგის 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე უსაფრთხოების საკითხები განსაკუთრებით აქტუალური გახდა დაძაბული ვითარების გამო, რომელიც მეზობელი ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარეობს.

ოლიმპიადის ორგანიზატორებმა და სამხრეთ კორეის მაღალი თანამდებობის პირებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ შიშის საფუძველი არ არსებობს და თამაშები პიონჩანგში უსაფრთხო გარემოში ჩატარდება.

სამხრეთ კორეა აღიარებულია, როგორც ყველაზე უსაფრთხო საზოგადოებრივი წესრიგის ქვეყანა მსოფლიოში ბოლო ორი წლის განმავლობაში" - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა მუნ ჩჟე ინმა, - ტურისტები, რომლებიც კორეაში მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან, სწორედ უსაფრთხოებას ასახელებენ აქ ყოფნის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორადჩვენ მზად ვართ ოლიმპიადის სტუმრები და ოლიმპიელები დაიცვან ნებისმიერი ტერორისტული ქმედებისგან. მე ვთხოვ პოლიციას კიდევ ერთხელ დაუმტკიცოს მსოფლიოს, ამ შემთხვევაში პიონჩანგის მაგალითზე, რომ სამხრეთ კორეა ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მთელ პლანეტაზე."

პრეზიდენტმა გაიხსენა სეულის 1988 წლის ოლიმპიური თამაშები, მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატი ფეხბურთში, მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატი მძლეოსნობაში და სხვა მასშტაბური საერთაშორისო შეჯიბრებები, რომლებსაც წარმატებით უმასპინძლა სამხრეთ კორეამ.