სოკ-მა გამოაცხადა იმ სხდომის თარიღი, სადაც ოლიმპიურ თამაშებში რუსეთის დაშვების საკითხს განიხილავენ

18 ნოემბერი 2017

საერთაშოირისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (სოკ-ი) ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში რუსეთის სპორტსმენების დაშვების საკითხზესაბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს სოკ-ის აღმასრულებელი საბჭოს 5 დეკემბრის სხდომა, შვეიცარიის ყოფილი პრეზიდენტის სამუელ შმიდის და სოკ-ის წევრის დენის ოსვალდის ხელმძღვანელობით შექმნილი კომისიების დასკვნის საფუძველზე.

სხდომალოზანაში გაიმართება და სოკ-ის პრეზიდენტი თომას ბახი უხელმძღვანელებს.

იმავე დღეს, ადაგილობრივი დროით 19 საათსა და 30 წუთზე ამასთან დაკავშირებით დანიშნულია სპეციალური პრეს-კონფერენცია.

სოკ-ის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა 6 დეკემბერსაც გაგრძელდება. მოისმენენ სოკ-ის ადმინისტრაციის და  კომისიების ანგარიშს, ასევე ინფორმაციას 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების შესახებ (9-25 თებერვალი. პიონჩანგი, სამხრეთ კორეა).

როგორც ცნობილია, 16 ნოემბერს მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA)დამფუძნებელთასაბჭომ, საგზაო რუკით გათვალისწინებული რამდენიმე მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს (RUSADA) არ აღუდგინა უფლებამოსილება, რაც შესაძლოა, დამატებითიბარიერიაღმოჩნდესრუსეთისოლიმპიურიდელეგაციისთვის.

„სოკ-ი ინფორმირებულია WADA-სდამფუძნებელთასაბჭოს იმ დადგენილების შესახებ, რომლითაც РУСАДА-ს არ აღუდგა ლიცენზია. სოკ-ის აღმასრულებელი საბჭო რუსეთის სპორტსმენების დაშვების თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს  ყველა გარემოების, მათ შორის _ 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე თანაბარიპირობების უზრუნველყოფის გათვალისწინებით.ოლიმპიადისწინა სამუშაო ჯგუფი (WADA, სოკ-ი და ზამთრის სპორტის საერთაშორისო ფედერაციები) ყველაფერს გააკეთებს, რომ 2018 წელს პიონჩანგში გამოსვლის უფლების მქონე თითოეულმა სპორტსმენმა, მათ შორის რუსმა სპორტსმენებმა, გაიარონ აუცილებელი ტესტირება," - ნათქვამია სოკ-ის შეტყობინებაში.