ჭიდაობის მწვრთნელებს საერთაშორისო სერთიფიკატები გადაეცათ

22 ნოემბერი 2017

14-19  ნოემბერს  ბორჯომში, სასტუმრო  „ბორჯომში," საქართველოს  ეროვნული ოლიმპიური  კომიტეტის შუამდგომლობით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის დაფინანსებით  ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ  ჩაატარა  მწვრთნელთა  ტექნიკური კურსები, რომელშიც  მონაწილეობა მიიღეს როგორც  თბილისიდან, ასევე  რეგიონებიდან  მოწვეულმა  ჭიდაობის  მწვრთნელებმა.

კურსებს უძღვებოდნენ  ჭიდაობის  საერთაშორისო  ფედერაციიდან  მოწვეული  ექსპერტები - რომან პავლოვი (უკრაინა) და  ივან ცოევი (ბულგარეთი).

 მწვრთნელთა  ტექნიკური კურსების  დასასრულს  საერთაშორისო სერთიფიკატი გადაეცა  34 კურსდამთავრებულს.