4 მედალი და გუნდური პირველი ადგილი

23 ნოემბერი 2017

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში გამართულ მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე. 1 ოქრო, 3 ვერცხლი და პირველი ადგილი საერთო გუნდურ ჩათვლაში - ასეთია ქართველთა პოლონური მონაგარი.

66 კგ წონაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე. მან ფინალში რუსეთის ნაკრების წევრს ალენ მირზოიანს მოუგო - 2:0.

ვერცხლის მედლები მოიპოვეს გელა ბოლქვაძემ (75 კგ), ლაშა გობაძემ (80 კგ) და ზვიად პატარიძემ (130 კგ).

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა ყველაზე მეტი -51 ქულა მოაგროვა. მეორე ადგილზეა რუსეთის ნაკრები (50 ქულა), მესამეზე _თურქეთი (42 ქულა).