ჩვენი მილოცვა: რომან რურუა 75

24 ნოემბერი 2017

სახელოვან ქართველ ფალავანს, მეხიკოს 1968 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს და ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორს, მსოფლიოს ოთხგზის და სსრკ ხალხთა სპარტაკიადის სამგზის ჩემპიონს, სსრკ-ს ჩემპიონატების სამგზის გამარჯვებულს, სპორტის დამსახურებულ ოსტატს, რომან რურუას დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა.

ის არის ღირსების და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენების კავალერი.

რომან რურუას გამორჩეული ადგილი უკავია ქართული სპორტის ისტორიაში, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ტიტულიან ფალავანს, რომელსაც მთელი ათი წლის განმავლობაში ბადალი არ ჰყავდა პლანეტაზე. ჭიდაობის სამყაროში მას იცნობენ და აფასებენ, როგორც იშვიათი ნიჭით და ბრძოლის უნარით ძალმოსილ, ნოვატორ სპორტსმენს, ვინც დროს გაუსწრო და საჭიდაო ხელოვნება ახალ სიმაღლეზე აიყვანა.

რომან რურუა ექვსი წელი კაპიტნობდა იმ დროისთვის მსოფლიოში ძლიერეს საბჭოთა კავშირის ნაკრებს და სპორტული კარიერა ისე დაასრულა, საერთაშორისო არენაზე არც ერთი შეხვედრა არ წაუგია.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ბატონ რომან რურუას ულოცავს საიუბილეო თარიღს, უსურვებს მას ჯანმრთელობა, ბედნიერებას და ხანგრძლივ სიცოცხლეს.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი