სოკ-ი: პიონჩანგი მზად არის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის

25 ნოემბერი 2017

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა  2018 წლის ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქის - პიონჩანგის საოლიმპიადო სამზადისის საბოლოო შემოწმება დაასრულა და  გამოაცხადა, რომ სამხრეთკორეული ქალაქი მზად არის ოთხწლეულის ყველაზე მნიშვნელოვანი ზამთრის სპორტული ღონისძიების - ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის.

„სპორტული ობიექტები და ოლიმპიური სოფელი მზად არის მიიღოს სპორტსმენები. ქვეყანაში დიდი ინტერესით მიმდინარეობს ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა. დარწმუნებულნი ვართ,  რომ „პიონჩანგ-2018" დაუვიწყარი იქნება, როგორც სპორტსმენებისთვის, ასევე გულშემატკივრებისთვის,"  - განაცხადა სოკ-ის საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარემ გუნილა ლინდბერგმა. 

ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშები პიონჩანგში  2018 წლის 9 თებერვალს გაიხსნება და 25 თებერვალს დასრულდება.