პირველი დღე - ოქრო და ვერცხლი

25 ნოემბერი 2017

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში მიმდინარე  მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე  ოქროსა და  ბრინჯაოს მედალები მოიპოვა.  

ოქროს მედალს დაეუფლა გორელი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი. მან ყველა ბრძოლა დიდი უპირატესობით მოიგო, ფინალში 3 წუთსა და 42 წამში წმინდად (11:0) დაამარცხა რუსეთის ნაკრების წევრი  მაგომედამინ დიბიროვი (შეგახსენებთ, რომ  ევროპის წლევანდელ  ჩემპიონატზე პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედალი აიღო, შემდეგ კი პირველად მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი დიდებში).

86 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა ირაკლი მწითურმა, რომელმაც ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრა კუბელ ლუ ერნანდესს 6:1 მოუგო.