არჩევნები ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებში

26 ნოემბერი 2017

ზაგრებში გამართულ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) გენერალურ ასამბლეაზე ამ ორგანიზაციის პრეზიდენტად 4 წლით  აირჩიეს სლოვენიელი იანეზ კოჩიანჩიჩი, რომელიც 2016 წლიდან EOC-ის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა. EOC-ის ვიცე-პრეზიდენტი გახდა დანიელი ნილს ნიგარდი, გენერალური მდივნის პოსტი შეინარჩუნა იტალიალმა რაფაელ პანოციმ.  ასევე აირჩიეს აღმასკომის წევრები და კომისიების თავმჯდომარეები.

EOC-ი 1995 წელს დაფუძნდა და ევროპის 50 ქვეყნის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს აერთიანებს. მისი პირველი ხელმძღვანელი იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მომავალი პრეზიდენტი ჟაკ როგი.  EOC-ს ასევე სათავეში ედგნენ იტალიელი მარიო პესკანტე და ირლანდიელი პატრიკ ჰიკი.