4 მედალი და გუნდური მესამე ადგილი

27 ნოემბერი 2017

პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში დასრულდა მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში. საქართველოს ნაკრებმა ოქროს 1 და ბრინჯაოს 3 მედალი მოიპოვა, გუნდურ ჩათვლაში კი მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.

შეჯიბრების ბოლო დღეს ბრინჯაოს მედლები მიიღეს მირზა სხულუხიამ (70 კგ) და და ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ). სხულუხიამ სამედლო ბრძოლა მოუგო იაპონელ ნობუოში ტაკოჯიმას (3:0), კენჭაძემ - ამერიკელ ალექსანდერ მარტინესს (11:0).

ერთი დღით ადრე ოქროს მედალს დაეუფლა მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი, 86 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა ირაკლი მწითურმა.