კარატეს მსაჯებს და მწვრთნელებს საერთაშორისო სერთიფიკატები გადაეცათ

27 ნოემბერი 2017

23 -25  ნოემბერს  სასტუმრო  „იოტაში,"  საქართველოს  ეროვნული ოლიმპიური  კომიტეტის შუამდგომლობით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის დაფინანსებით კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ  ჩაატარა  მწვრთნელთა ტექნიკური კურსები, რომელშიც  მონაწილეობა მიიღეს როგორც  თბილისიდან, ასევე  რეგიონებიდან  მოწვეულმა კარატეს მსაჯებმა და  მწვრთნელებმა.

კურსებს უძღვებოდა  მსოფლიო კარატეს ფედერაციის მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარე  ხავიერ ესკალანტე. 

26 ნოემბერს ,,თბილისი მოლში " კურსდამთავრებულებს  საერთაშორისო სერთიფიკატები საზეიმო ვითარებაში  გადასცეს  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო სალუქვაძემ , მსოფლიო კარატეს ფედერაციის მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარემ ხავიერ ესკალანტემ და კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ.

მწვრთნელთა ტექნიკური კურსები გაიარა 130 -მა მონაწილემ, აქედან სერთიფიკატი გადაეცა  60 კურსდამთავრებულს (20-მსაჯი, 40- მწვრთნელი).

26 ნოემბერს ,,თბილისი მოლში" ასევე  ჩატრადა  „სუპერ ლიგის" ტურნირი კარატეში ახალგაზრდებს შორის.   შეჯიბრების  მიმდინარეობისას სერთიფიცირებულ მსაჯებს საშუალება მიეცათ კურსებზე  მიღებული  ცოდნა პრაქტიკაში გამოეყენებინათ.