სეოკ-ში ჩატარდა სპორტის მენეჯმენტის უმაღლესი კურსების გაცნობითი სემინარი

01 დეკემბერი 2017

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ოლიმპიური სოლიდარობის ეგიდით   ჩატარდა სპორტის მენეჯმენტის უმაღლესი კურსების (ASMC) პირველი გაცნობითი  სემინარი.

პროგრამის დირექტორმა, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა რუსუდან აფციაურმა სემინარის მონაწილეებს დეტალურად გააცნო მენეჯმენტის კურსების დანიშნულება, მიზნები, მონაწილეების მხრიდან კურსების წარმატებით დასრულებისთვის აუცილებელი მოვალეობები.

მონაწილეებს მიესალმა  სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე.

კურსიის მონაწილეებს განემარტათ, რომ სპორტის მენეჯმენტის კურსები ძირითადად ეფუძნება თეორიულ ლექციებს სოკ-ის მიერ განსაზღვრულ მენეჯმენტის აქტუალურ საკითხებზე (ოლიმპიური სპორტული ოგანიზაციების მართვა, სტრატეგიული მართვა, მარკეტინგი, მნიშნელოვანი სპორტული ღონისძიების ორგანიზება)   და ასევე  დისტანციურ სწავლებას მათთვის წინასწარ მიწოდებულ მასალაზე დაყრდნობით.

აღნიშნული პროგრამის ფრგლებში ოლიმპიური კომიტეტი მომდევნო თვეების განმავლობაში აქტიურად ითანამშრომლებს კურსებში დარეგისტრირებულ ეროვნული ფედერაციების, სპორტის სასწავლო უნივერსიტეტის,  სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების სპეციალისტებთან.

 კურსები დასრულდება 2018 წლის ზაფხულში, ხოლო წარმატებული მონაწილეები დაჯილდოვდებიან  სოკ-ის დიპლომებით.