WADA-მ მონაცემთა ბაზის ნამდვილობა დაადასტურა

04 დეკემბერი 2017

მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) დაადასტურა ანონიმური ინფორმატორის მიერ მისთვის მიწოდებული ელექტრონული ბაზის მონაცემების ნამდვილობა (რუსი სპორტსმენების დოპინგ-სინჯების მონაცემთა ელექტრონული ბაზა 2012 წლის იანვარსა და 2015 წლის აგვისტოს შორის პერიოდს მოიცავს).

„ჩვენ დავასრულეთ გამოძიება და შეგვიძლია დავადასტუროთ მონაცემთა ბაზის ნამდვილობა. ბაზაში არსებული მონაცემები ადასტურებს როდჩენკოვის მტკიცებას იმის შესახებ, რომ 2012-2015 წლებში რუსი სპორტსმენები მოიხმარდნენ დოპინგს," - განაცხადა WADA-ს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა გიუნტერ იუნგერმა.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ WADA-ს მოსკოვის ლაბორატორიის ელექტრონული ბაზის მონაცემები მიაწოდეს, რუსეთის საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მონაცემების გაყალბების მიზნით WADA-ს მთავარ ინფორმატორს გრიგორ როდჩენკოვს ამერიკაში წასვლის შემდეგ შეეძლი დისტანციურად დაკავშირებოდა ლაბორატორიის ბაზას. რუსეთის საგამოძიებო სამსახურმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა ითანამშრომლოს WADA-სთან და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტის შესაბამის კომისიებთან. 

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს 5 დეკემბერის სხდომაზე გადაწყდება, დაუშვებენ თუ არა რუსეთის ნაკრებს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში.