სეოკ-ის შტაბ-ბინაში 2017 წლის სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა

05 დეკემბერი 2017

სპორტულ-შემეცნებითი  ოლიმპიადა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შემადგენელი ნაწილია და გულისხობს სპორტის თემატიკაზე პრეზენტაციის მომზადებას, რომელსაც ჟიური  განიხილავს და ავლენს გამარჯვებულს. წლევანდელი სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადის  გამარჯვებული გახდა ქალაქ თელავის N5 საჯარო  სკოლის გუნდი.

გამარჯვებული  გუნდის რვავე  წევრი, ასევე პედაგოგები - თამილა დევიძე, კახაბერ ესიტაშვილი და თელავის N 5 სკოლის დირექტორი ლია ლეშკაშელი მედლებით, დიპლომებით და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა  და საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ლევან კიკალიშვილმა.

 სასკოლო სპორტული ოლიმპიადა  საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის  მხარდაჭერით  ხორციელდება. 

ღონისძიების დასასრულს თელაველმა მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ოლიმპიური მუზეუმი დაათვალიერეს.