რუსი სპორტსმენები მზად არიან ნეიტრალური სტატუსით იასპარეზონ

11 დეკემბერი 2017

რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენთა კომისიის  განცხადებით, რუსი სპორტსმენების დიდი ნაწილი მზად არის „პიონჩანგ-2018"-ის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა მიიღოს ნეიტრალური სტატუსით.

რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტის ოფისში დღეს გაიმართულ სპორტსმენთა კომისიის სხდომაზე გადაწყდა, რომ კომისია მხარს დაუჭერს იმ სპორტსმენებს, რომელთაც სურვილი ექნებათ ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღონ.

„ჩვენ დავუკავშირდით სპორტსმენებს, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატებში მონაწილეობენ, მოვისმინეთ უმეტესი მათგანის აზრი და აღმოჩნდა, რომ სპორტსმენთა უმრავლესობას სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს ოლიმპიადაში. კომისია მხარს უჭერს მათ და ასევე პატივს სცემს იმათ მოსაზრებასაც, ვინც სხვადასხვა მიზეზით შინ დარჩენას ამჯობინებს. გვინდა ვთხოვოთ რუსეთის საზოგადოებას, გაგებით მოეკიდონ სპორტსმენთა გადაწყვეტილებას. მიუხედავად იმისა, გამოვა თუ არა დროშით სპროტსმენი, მაინც ყველას ეცოდინება, რომ ის რუსეთიდანაა," - განაცხადა

კომისიის წარმომადგენელმა, ფარიკაობაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა სოფია ველიკაიამ.

5 დეკემბერს სოკ-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რუსი სპორტსმენები ზამთრის 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამშებზე ოლიმპიური დროშის ქვეშ გამოვლენ სტატუსით Olympic Athlete from Russia (OAR).

პიონჩანგში რუსი სპორტსმენების გამოსვლასთან დაკავშირებით ოფიციალური გადაწყვეტილება გამოცხადდება 12 დეკემბერს, დიდ ოლიმპიურ თავყრილობაზე.