ოლიმპიურმა კრებამ მხარი დაუჭირა რუს სპორტსმენთა ნეიტრალური სტატუსით გამოსვლას

12 დეკემბერი 2017

2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, რომელიც პიონჩანგში 9-25 თებერვალს გაიმართება, რუსი სპორტსმენები ოლიმპიური დროშის ქვეშ იასპარეზებენ სტატუსით - Olympic Athlete from Russia (OAR). ეს გადაწყვეტილება ოლიმპიურმა კრებამ ერთხმად მიიღო.

უფრო ადრე იგივე მოსაზრება გამოითქვა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენთა კომისიის სხდომაზეც.

რუსეთის ოლიმპიურ კომტეტს დაევალა უზრუნველყოს რუს სპორტსმენთა მონაწილეობა ზამთრის ოლიმპიადაზე - ორგანიზაციული, ტექნიკური, ფინანსური და სხვა საკითხების მოგვარება.

ოლიმპიური კრების გადაწყვეტილებას მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთის მთავრობამ.