მეჩირაღდნე რობოტი

14 დეკემბერი 2017

სამხრეთ კორეის ქალაქ ტეჯონში 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში რობოტი HUBO მონაწილეობდა. 

უჩვეულო მეჩირაღდნე  კორეის მოწინავე ტექნოლოგიების ინსტიტუტის ინჟინრებმა შექმნეს. HUBO-მ ჩირაღდნით 100 მეტრი გაიარა და ოლიმპური ცეცხლი მის შემქმნელს,  პროფესორ ო ჩუნ-ხოს გადასცა.

 ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში ასევე მონაწილეობდნენ კალიფორნიის უნივერსიტეტის რობოტტექნიკისა და მექანიკის ლაბორატორიის დამაარსებელი, პროფესორი დენის ჰონგი და რობოტი KAIST - ადამიანის მიერ მართული მოდელი FX-2.

რობოტი HUBO სწორედ კალიფორნიაში გახდა 2015 წელს ჩატარებული კონკურსის DARPA Robotics Challenge-ს გამარჯვებული.