პეკინმა 2022 წლის თამაშების ემბლემა წარმოადგინა

15 დეკემბერი 2017

პეკინში 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ემბლემა წარმოადგინეს. 

ამ ნამუშევარს სპეციალისტები ასე განმარტავენ: ემბლემაში ცისფერი სჭარბობს, რომელიც ოცნებისა და მომავლის სიმბოლოა, ამასთან იგი კრისტალურ შუქს,  ყინულისა და თოვლის სისპეტაკეს ასახავს. წითელი და ყვითელი ჩინეთის სახელმწიფო დროშიდანაა აღებული, რაც ჟინის, ახალგაზრდობისა და სპორტის ენერგიის სიმბოლური გამოხატულებაა.

ემბლემა ჩინური დამწერლობის თანამედროვე კალიგრაფიული დიზაინით შესრულებულ იეროგლიფს წარმოადგენს, რომელიც სპორტიდ სხვადასხვა სახეობას  მოძრაობაში გამოსახავს. ეს ყოველივე ნაჩვენებია სტილიზებულად მოფრიალე აბრეშუმის ლენტის ფორმით. ემბლემა იმაზეც მიანიშნებს, რომ თეთრი ოლიმპიადა ჩინურ ახალ წელს ჩატარდება.

პეკინი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს 2022 წლის 4-20 თებერვალს უმასპინძლებს, პარაოლიმპიურს კი - 4-13 მარტს.

ჩინეთის დედაქალაქში 2008 წელს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშები ჩატარდა, ზამთრის თამაშების  მიღების მერე კი  პეკინი გახდება მსოფლიოში პირველი ქალაქი, რომელიც მწვანე ოლიმპიადის შემდეგ თეთრ თამაშებსაც მიიღებს.