IOC-ის ანტისადოპინგო წესები 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე

16 დეკემბერი 2017

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) შეიმუშავა ანტისადოპინგო წესები, რომელიც იმოქმედებს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.

 ეს არის 17 მუხლისგან შემდგარი დროებითი დოკუმენტი, სადაც დეტალურად არის აღწერილი დოპინგთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები.

წესებში მოცემულია აკრძალული პრეპარატების ჩამონათვალი, ანტისადოპინგო პირობების დარღვევის, ტესტირების და გამოძიების, სინჯების ანალიზის, შედეგების დამუშავების, მტკიცებულებების დადგენის, შედეგების ავტომატურად ანულირების, დამნაშავე პირების და გუნდების სანქცირების, აპელაციის და კონფიდენციალურობის  განმარტებები.

ანტისადოპინგო წესების აღიარება აუცილებელი პირობაა ოლიმპიადაზე დასაშვებად, მათი შესრულება კი  სავალდებულოა 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე სპორტსმენებისთვის, ოლიმპიური დელეგაციების აკრედიტებული წევრებისთვის, მათ შორის - საერთაშორისო სპორტული ფედერაციებისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლებისთვის.