ანტისადოპინგო კანონი

17 დეკემბერი 2017

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის საქმიანობას ჩამოშორდებიან მწვრთნელები. 

ახალი კანონის თანახმად, მწვრთნელს საქმიანობა შეუჩერდება, თუ მას აკრძალული მედიკამენტი აღმოაჩნდა, ან აკრძალული მეთოდის გამოყენების ფაქტი დადგინდა. საქმიანობის შეჩერების საფუძველი გახდება აკრძალული ნივთიერების თუ მეთოდის გამოყენების, ასევე  დოპინგ-კონტროლის ნებისმიერი კომპონენტის გაყალბების მცდელობაც კი. ასევე ისჯება დახმარება, წახალისება, წაქეზება, შეთქმულება, დაფარვა ან ნებისმიერი სხვა სახის მონაწილეობა ანტისადოპინგო წესების დარღვევაში. მწვრთნელს შრომითი ხელშეკრულება გაუუქმდება, თუ ის ნებისმიერი სხვა სახით დაარღვევს რუსეთის ან საერთაშორისო ანტისადოპინგო წესებს.

კანონის მოქმედებაზე ზედამხედველობა დაეკისრა რუსეთის სპორტის სამინისტროს.