ლერი ხაბელოვის სახელობის III საერთაშორისო ტურნირი

18 დეკემბერი 2017

თბილისის ოლიმპიურ პარკში მდებარე ფრენბურთის არენაში საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა XXV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, მსოფლიოს ხუთგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონის ლერი ხაბელოვის სახელობის III საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის.

ტურნირში მონაწილეობა მიიღეს როგორც საქართველოს რეგიონებიდან, ასევე სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან მოწვეულმა გუნდებმა.

შეჯიბრებაში  225  მოჭიდავე   მონაწილეობდა , ჩემპიონ-პრიზიორები  ათ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ და მედლებით, დიპლომებით და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

საქართველოს ნაკრებმა  8 ოქროს, 5 ვერცხლის, 15 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, აზერბაიჯანმა  2-ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო, ხოლო სომხეთის ნაკრებმა - გუნდმა -  1ვერცხლი  და  2 ბრინჯაო.

45 კგ

1. ჯონი ცხადაია (თბილისი)
2. იგორ ბერძე (აჭარა)
3. ბეჟან ბარსიონიძე (ამბროლაური) და გიორგი გოგრიჭიანი (ამბროლაური)

48 კგ

1.რუსლან შიხიევი (აზერბაიჯანი)
2. შამილ გაჯიევი (ყვარელი)
3. დავით ქობულაძე (ბოლნისი) და ილიას ისაევი (აზერბაიჯანი)

51 კგ

1. ლუკა ჩხიტუნიძე (საჩხერე)
2. ნიკა ბერუაშვილი (რუსთავი)
3. კახა ქიტესაშვილი (ყვარელი) და ბექა ფუტკარაძე (აჭარა)

55 კგ

1. დავით აბდალაძე (ქუთაისი)
2. აზერ ახმედოვი (აზერბაიჯანი)
3. აკოფ პოღოსიანი (ნინოწმინდა) და ბაჩუკი ავალიშვილი (ბოლნისი)

60 კგ

1. ვლადიმერ გამყრელიძე (ამბროლაური)
2. დავით მარგარიანი (სომხეთი)
3. დათო ფაცინაშვილი (გორი) და ტიგრან გაზარიანი (სომხეთი)

65 კგ

1. ელმარ კაზიმოვი (აზერბაიჯანი)
2. ვახიდ ალიზადე (აზერბაიჯანი)
3. მენუა იარიბეკიანი (სომხეთი) და სამირ მამედოვი (აზერბაიჯანი)

71 კგ

1. ბაგრატი გაგნიძე (ქუთაისი)
2. ლუკა ხუჭუა (სამტრედია)
3. დავით კოღუაშვილი (ქუთაისი) და ვლადიმერ კაკოშვილი (თბილისი)

80 კგ

1. გიორგი ჩანქსელიანი (ხონი)
2. გიორგი ნებურიშვილი (გარდაბანი)
3. საბა გამთენაძე (ქუთაისი) და სანანი კაზუმოვი (ბოლნისი)

92 კგ

1. შაქრო ჯაფარიძე (ამბროლაური)
2. რაჟიკო კეთილაძე (ხონი)
3. მურად ახალაძე (გორი) და გიორგი ჩიხრაძე (ონი)

110 კგ

1. სოლომონ მანაშვილი (თბილისი)
2. ტამრაზ ისმაილოვი (აზერბაიჯანი)
3. დავით კაცაძე (ქუთაისი)