5 მედალი და გუნდური პირველი ადგილი

18 დეკემბერი 2017

რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში გამართულ მსოფლიო მასტერსზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თავისი რეკორდი გააუმჯობესა - 6 ძიუდოისტიდან  ხუთმა  მედლის მოპოვება შეძლო.

მასტერსის გამარჯვებულები გახდნენ ბექა ღვინიაშვილი (90კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (100კგ) და გურამ თუშიშვილი (+100კგ), ვერცხლის მედალს დაეუფლა ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), ხოლო ბრინჯაოს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ) მოიპოვა.