სეული პიონჩანგის ოლიმპიადისთვის აშშ-სთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების გადავადების წინადადებით გამოდის

20 დეკემბერი 2017

პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის შესამცირებლად სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჩჟე ინი მზად არის, ოლიმპიადის დასრულებამდე აშშ-სთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები გადაავადოს, თუ ფხენიანი ოლიმპიადამდე ბირთვულ და სარაკეტო გამოცდებს შეაჩერებს.

თუ ჩრდილოეთ კორეა პროვოკაციებს შეაჩერებს, ოლიმპიადის მშვიდობიანად ჩატარებაში დიდ სამსახურს გაგვიწევს. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს როგორც შიდა კორეულ, ასევე აშშ-ჩრდილოეთკორეულ დიალოგს. გამორიცხული არ არის, რომ სამხრეთ კორეამ და აშშ- წვრთნების გადატანის შესაძლებლობას გადავხედოთ. შეერთებულ შტატებს შესაბამისი წინადადებით მივმართე. ახლა ისინი ამ საკითხზე მსჯელობენ. თუმცა, ყველაფერი ჩრდილოეთ კორეის ქმედებებზეა დამოკიდებული", - განმარტავს სამხრეთ კორეის ლიდერი.

პიონჩანგი, რომელმაც 9-25 თებერვალს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უნდა უმასპინლოს, ჩრდილოეთ კორეის საზღვრიდან 80 კილომეტრში მდებარეობს. სამხრეთ კორეაში იმედოვნებენ, რომ ჩრდილოელი მეზობლები თამაშებში მონაწილეობას მიიღებენ, რაც თავის მხრივ „ვნებათაღელვას შეამცირებს".

დღეისათვის უცნობია, თუ რას გადაწყვეტენ ფხენიანში. ჩრდილოეთ კორეამ 1988 წლის სეულის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტი გამოუცხადა.