ტოკიო-2020-ზე გამოიყენებენ კონტროლის ახალ სისტემას

25 დეკემბერი 2017

ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე გამოყენებული იქნება აკრედიტებულ პირთა კონტროლის ახალი სისტემა, რომლის დახმარებითაც მოხდება სპორტსმენების, ჩინოსნების, ჟურნალისტებისა და მოხალისეების იდენტიფიცირება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა  ასეთ მასშტაბურ ღონისძიებაზე მსგავსი ტიპის ტექნოლოგია გამოიყენება.

ამ სიახლის მთავარი მიზანია უსაფრთხოების ზომების გაძლიერება, რათა თავიდან იქნას აცილებული ტერორისტული რისკები. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პირთა იდენტიფიცირების ახალი სისტემით გამოირიცხება  სპორტულ ობიექტებზე სხვისი აკრედიტაციით შესვლის შემთხვევები.

სპორტულ ობიექტებზე შესასვლელად საჭირო სპეციალური ბარათის ასაღებად აუცილებელია რეგისტრაციის წინასწარ გავლა, ფოტოს და სხვა პირადი მონაცემების წარდგენა. სპეციალური აპარატურა - პირის ამომცნობი სკანერი განთავსდება სპორტული ობიექტების შესასვლელში, სადაც საშვზე მითითებულ  ინფორმაციას სკანერი  დაუყოვნებლივ გადაამუშავებს და იძლევა ინფორმაციას წარმდგენი პირის ნამდვილობის შესახებ. 

რაც შეეხება გულშემატკივრებს, მათ  შეჯიბრებებზე დაესწრება შეეძლებათ ჩვულებრივად, ბილეთის წარდგენის შემდეგ.   

კონტროლის ახალი სისტემის დახვეწაზე მუშაობს ცნობილი იაპონური ელექტრო მწარმოებელი.

სისტემამ უკვე გაიარა ტესტირება - რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე ის გამოყენებული იყო „იაპონურ სახლში" ჟურნალისტების იდენტიფიცირებისას.

 მსგავსი სკანერი ცოტა ხნის წინ დააყენეს ტოკიოს საერთაშორისო აეროპორტ  „ჰანედაში"  საპასპორტო კონტროლის ავტომატურ რეჟიმში გასავლელად.